ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჰერჩინსკი ევროკავშირს აქ პროკურორად არ დაუნიშნავს“ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა

„გამაოგნებელია ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები. ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ის ევროკავშირს აქ არც პროკურორად დაუნიშნავს და ჩვენც არ მიგვიცია მისთვის აგრემანი, როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ყველაფერთან ერთად, ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს, ერთი რომ თქვას – სად იყო ძალადობა, მეორე, თქვას, ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე, სანქციებიც გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ასეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში, მასში იყოს თავმოყრილი პროკურორიც, ადვოკატიც, ბრალმდებელიც, მოსამართლეც და მერე უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს. ეს მგონი, აცდენილია იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში. სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართულები ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე? რატომ გვიმალავს, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული? მე ამაზე პასუხი მაქვს. მიზეზი, რატომაც მალავს დღემდე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელი სად მიდის „ევროპის დემოკრატიის ფონდის” ფინანსები ისაა, რომ როგორც კი გასაჯაროვდება, ყველა დაინახავს, რომ ეს ფული მიდიოდა მოძალადე ჯგუფებზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, რომ ეს ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში. როგორც ეს USAID-ისა და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში იყო. რა თქმა უნდა, არ სურთ ზოგიერთებს, რომ ეს საჯარო გახდეს. ამიტომ, ნაცვლად მორალისტობისა და ქართველი ხალხის დამუნათებისა, მისი ფუნქცია რაც არის, ის შეასრულოს. თუ ასე ძალიან სწუხს ქართველ ხალხზე, უთხრას რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული. თუ კაი საქმეშია, რა არისა ამაში დასამალი?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....