მთავარი ციტატა

„პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ – ირაკლი კვარაცხელია

„სამი კაცის გარდა, ყველანი გამოგვიშვეს, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას, რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გამიყვანენ ალბათ, თქვენს მესიჯებს მერე გავეცნობი, ,მიყვარხართ ყველანი“.

ირაკლი კვარაცხელია, ერთ-ერთი მძევალი

ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც. ამჟამინდელი ინფორმაციით, შენობიდან მძევლები უკვე გაიყვანეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი, სავარაუდოდ, შენობიდან გაიყვანეს

 

 

 

იტვირთბა....