ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც თურნავა აცხადებს, ექსპრეზიდენტის განცხადება პოპულისტურია და ძალიან არასერიოზული. მისი თქმით, საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვისთანაც ამ პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა.
“სააკაშვილის განცხადება პოპულისტურია და ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დონორებიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს წლები ეკონომიკურ რეფორმებს განუხრელად ვახორციელებდით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში, ვისთანაც ამ პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა.” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება იყო ე.წ. „მწვანე შუქი“ სხვა დონორებისთვის, რომლის შედეგადაც, საქართველომ გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო დონორებისგან, ჯამში, 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა.
„ეს დახმარება უპრეცედენტოა დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე უჭირს, საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის. ასე რომ, წინა ხელისუფლების გამოცდილება, როდესაც მათ 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოიზიდეს, დიდი ვერაფერი მისაბაძია იმიტომ, რომ 2008 წელს მსოფლიო დღევანდელი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის წინაშე არ იდგა. დღეს არსებული გლობალური პანდემია, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის მასობრივ ლოქდაუნთან, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია როგორც დროის, ასევე შედეგების თვალსაზრისით და შესაბამისად თითოეული დოლარის უცხოური დახმარების მოზიდვა გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაავრცელა. სააკაშვილი ითხოვს, რომ მას მისცენ საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დახმარებას ჩამოვიტანს.
სააკაშვილის ამ განცხადებას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანიც გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,436,067 მიაღწია. გარდაიცვალა 166,757ადამიანი, გამოჯანმრთელდა 637,377 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.