საფრანგეთი ახალი ავიამზიდის აგებას გეგმავს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უნდა იყოს „ძლიერი, რომ მისი ეშინოდეთ“, რამდენადაც ქვეყანას სურს პოზიციონირებდეს, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალა.
ახალი ავიამზიდი ჩაანაცვლებს შარლ დე გოლს, რომლის ექსპლუატაციის ვადაც 2038 წლისთვის იწურება.
ფრანგული მედიის ცნობით, ახალი თაობის ავიამზიდის პროგრამის ღირებულება დაახლოებით 10.25 მილიარდი ევრო იქნება. ხომალდზე შესაძლებელი გახდება 30 ავიაგამანადგურებლისა და ეკიპაჟის 2000-მდე წევრის განთავსება. მისი სიგრძე 310, ხოლო სიგანე 85 მეტრი იქნება და გაბარიტულად ის აღემატება შარლ დე გოლს.
საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. რაც შეეხება ავიამზიდებს, ევროპაში მას ასევე ფლობენ გაერთიანებული სამეფო, იტალია, რუსეთი და თურქეთი.

