მთავარი ციტატა

“მომეცით ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, რათა დიდი გაჭირვების ტალღა ავიცილოთ”

“მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკირი გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

“ინტერპრესნიუსი”

ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა კრიზისის წინაშე დადგა. მთავრობაში აცხადებენ, რომ იქმნება ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რაც ქვეყანას ამ კრიზისისგან იხსნის. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ვიდრე მმართველი გუნდი რეალურ გეგმას არ წარადგენს, ისინი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. 

შეგახსენებთ,  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე  გახანგრძლივდება. პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უნდა მიმართოს, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კენჭისყრას ჩაატარებენ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

 

იტვირთბა....