მთავარი ციტატა

“სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ”- ფინანსთა მინისტრი

“ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია, მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჯობია, ჩვენ საქმეს მივხედოთ, მათ კი, პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა.”

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი

ამის შესახებ მინისტრმა  “იმედის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაავრცელა. სააკაშვილი ითხოვს, რომ მას მისცენ საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დახმარებას ჩამოიტანს.

.

 

იტვირთბა....