აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ , ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორცირაკლი კობახიძმ აღნიშნა, ქართველი დიპლომატები არიან საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია. ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში.

მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ, ქართველი დიპლომატები ხართ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე, ხმა, რომელიც უნდა იყოს მტკიცე, არგუმენტირებული და ყოველთვის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. სწორედ ასე ისმოდა ჩვენი დიპლომატების ხმა მიმდინარე წელსაც საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვართ, რომ ზუსტად ასეთივე შემართებით განაგრძობს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი საქმიანობას მომავალ წელს. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მინდა, გადავუხადო ქვეყნის მთავარ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ელჩებს, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული თქვენგანის როლი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში არის განსაკუთრებული. მინდა გისურვოთ წარმატებები, ბედნიერი 2026 წელი და მრავალი წარმატება მომავალ წელს“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....