ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღია ტაძარი არის იმის სიმბოლო, რაც ჩვენ ყველა ერთად ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანი მივცვივდეთ” – წულუკიანი

“საქართველოში ტაძარი მაშინ იკეტებოდა, როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ან ეკლესიას და ტაძარს ებრძოდა მავანი ხელისუფლება” – ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც წულუკიანი ამბობს, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ის, რომ ტაძარი დაკეტოს.

„ტაძარი ღია უნდა იყოს თუ არა, ამის გადაწყვეტილება ისტორიულად და სამართლებრივად ეკუთვნის ეკლესიას. სახელმწიფომ უარი თქვა, თვითონ მიეღო კანონი კონსტიტუციიდან გამომდინარე და ტაძრები დაეკეტა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია. საქართველოში ტაძარი მაშინ იკეტებოდა, როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ან ეკლესიას და ტაძარს ებრძოდა მავანი ხელისუფლება, რომელიც პირველ ოქტომბერს ყველამ ერთად დავამარცხეთ და ამ წარსულში მე დღეს არ დავბრუნდები. ამის დრო არ არის. ღია ტაძარი არის იმის სიმბოლო, რაც ჩვენ ყველა ერთად ვართ; ღია მეჩეთი არის იმის სიმბოლო, რაც არის საქართველო, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური, მაგრამ ეს სიმბოლო რომ ხელუხლებელი რჩება, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტაძარში, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, ყველანი უნდა მივცვივდეთ. პირიქით, სახელმწიფოს პოზიციაა, ამ სიმბოლოს მოვუფრთხილდეთ და მხოლოდ სასულიერო პირებს მივცეთ ღვთისმსახურების საშუალება. იმისთვის, რომ ისინიც დაცული იყვნენ და ჩვენც ერთმანეთს არ დავუშავოთ ის, რასაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 348 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....