ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აშშ მრავალი ათეულის წლის მანძილზე ჯანმო-ს ყველაზე გულუხვი მეგობარი იყო” – გებრეიესუსი

“ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ათეულის წლის მანძილზე ჯანმო-ს ყველაზე გულუხვი მეგობარი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ქვეყანასა და პარტნიორთან ერთად, რათა ვემსახუროთ მსოფლიოს ხალხებს, მეცნიერების, გადაწყვეტილებებისა და სოლიდარობისადმი ერთგულებით. ჩვენ ვებრძვით პანდემიას მთელი ჩვენი სულითა და რწმენით. ჩვენ ამას განვაგრძობთ ბოლომდე.”

ტედროს ადანომ გებრეიესუსი – “ჯანმოს” დირექტორი

აღნიშნული განცხადებით გებრეიესუსი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება. სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....