ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტა.
ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპა დაფინანსების შეჩერების მიზეზად “ჯანმოს” მიერ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვა და ეპიდემიის არაეფექტურად მართვა დაასახელა.
“ჩემს ადმინისტრაციას დღეს განკარგულება გავეცი, შეაჩერონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე შევისწავლით და შევაფასებთ ორგანიზაციის როლს პანდემიის ცუდად მართვაში და კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების დამალვაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “ჯანმოს” დაფინანსების საკითხს განიხილავდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას “ჯანმო” გამოეხმაირა. ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ “თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან.”
მანამდე, 7 აპრილს, ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ჯანმო” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტში დაწერა, რომ “ჯანმო” ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული.