ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დედამიწაზე პანდემიის სახით შექმნილ კრიტიკული ვითარებას ხელისუფლება ჩვეულებრივად იყენებს..” – ჯაფარიძე

“გაუგებარია და პასუხს ვერავინ გაგცემთ, რატომ ჩაკეტეს მარნეული და რატომ არ კეტავენ თბილისს, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია დღეს. თბილისი რატომ არ არის ალყაში და რატომ უშვებენ ხალხს შიგნით ან გარეთ თბილისიდან. თუნდაც ქობულეთში ან ზუგდიდში. მთელი საქართველო უნდა დაკეტო მაშინ ხომ. ამას სინამდვილეში ერთადერთი ახსნა რაც შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან შექმნილი კრიტიკული ვითარების, რომელიც არის ზოგადად დედამიწაზე პანდემიის სახით. იმისათვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები ჩაიწერონ.”

ზურა ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი

აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შგახსენებთ, რომ “გირჩი” საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 243 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 60 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,727,110 მიაღწია. გარდაიცვალა 104,923 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 390,522 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....