ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შესაძლოა, დავამარცხოთ ბევრად ადრე, ვიდრე ობიექტურადაა შესაძლებელი” – რიჟვაძე Covid 19-ის კრიზისზე

“ტურიზმის კუთხით, შემოსავლების ნაწილში, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ იქნება ძალიან არსებითი კლება შემოსავლებში, თუმცა, იმ ფონზე, რომ ამ კონკრეტული გამოწვევის მართვა ხდება ეფექტურად და ჩვენ, შესაძლოა, დავამარცხოთ ეს გაცილებით ადრე, ვიდრე ობიექტურად არის შესაძლებელი, ეს ტოვებს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც წელს, ისე საშუალოვადიან პერსპექტიაში, ტურიზმის ნაწილში ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვქონდა.”

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება რიჟვაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში, კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 243 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 60 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,727,110 მიაღწია. გარდაიცვალა 104,923 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 390,522 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....