რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.