რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ჯეი დი ვენსმა ეს განცხადება იტალიაში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.
„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში.“, – განაცხადა ვენსმა.