ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი.
აღნიშნულს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.
„ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”!
ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან!
ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!
ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“, – წერს ის.