ლეონიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო – ომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.
ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.
სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და აგილიდან გაიყვანეს.