ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, როდის დასრულდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არსებულ რეალობასა და სამედიცინო სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს ეყრდნობა.

ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, მთავრობა აპრილის ბოლოს იმ ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში იმ მომენტისთვის იქნება.

“ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად და გაგრძელდება ასეთივე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებაა, არ იქნება სწორი, თუმცა ყველა გადაწყვეტილება კიდევ ერთთხელ დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც იქნება ქვეყანაში, ჩვენ დავეყრდნობით იმ რეკომენდაციებს, რასაც მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან“ , – აღნიშნა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა. ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

 

 

იტვირთბა....