ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდება

კორონავირუსთან პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით მიიღო, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება მიზნად.

უწყებაში განმარტავენ, რომ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამასტან, სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

შეგახსენებთ, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....