ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონია პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გამოცხადებას აპირებს

თებერვლის პიკის შემდეგ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ კორეა არის მეორე ქვეყანა, ჩინეთის შემდეგ აზიაში, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 10,284 ადამიანი დაინფიცირდა, 6 598 გამოჯანმრთელდა, 186 – დაიღუპა. ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეპიდემია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავრცელდეს.

რაც შეეხება იაპონია, პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გამოცხადებას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ძალაში 7 აპრილიდან შევა. იაპონიაში COVID-19-ის 3,654 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 85, ხოლო გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,292,461 მიაღწია. გარდაიცვალა 70,797 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 272,526 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 39 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....