ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის გამო მოსკოვში მრევლს შეუძლია აღსარება ტელეფონით ან Skype-ით ჩააბაროს

რუსეთში კორონავირუსის გამო, მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსარების ონლაინრეჟიმში ჩაბარება დაუშვეს.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მრევლს შეუძლია აღსარება თქვას ტელეფონით ან Skype-ის მეშვეობით.

“თუ ადამიანს მასობრივი თვითიზოლაციის პერიოდში სურს აღასრულოს აღსარების საიდუმლო, მას შეუძლია მოელაპარაკოს მღვდელს ინდივიდუალურ აღსარებაზე, ან ზოგიერთ შემთხვევაში აღსარება თქვას ტელეფონით ან Skype-ის მეშვეობით”, – თქვა მიტროპოლიტმა მორწმუნეებთან ონლაინკონფერენციისას.

სანამ მოსკოვის პატრიარქი კირილი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი ზიარების შემდეგ კოვზი სპირტით გაეწმინდა. მოგვიანებით, ეკლესიამ მრევლს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 31 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....