ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს”- პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შეშფოთების საფუძველი უკვე არსებობს, სწორედ ამიტომ მიიღო მთავრობამ მკაცრი  ღონისძიებები.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის უნდა ველოდოთ ეპიდემიის აფეთქებას.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, პიკურ პერიოდზე მას შემდეგ შეეძლება საუბარი, როცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დინამიკას შეაფასებენ.

„მოდი, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გვექნება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი ხანია მთელ დედამიწაზე ხომ?! შეშფოების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდოგმარეობა, ამიტომ გამკაცრდა ზომები, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე,” – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

იტვირთბა....