ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დავოვებენ. ხოლო, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან  უკვე 26 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამი ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ დღის განმავლობაში კლინიკას, რადგან კომენდანტის საათის გამო დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ. ჯამში 22 პაციენტია ჩვენთან გამოჯანმრთელებული“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

იტვირთბა....