„წერილი მომავლიდან“ – იტალიელმა მწერალმა ფრანჩესკა მელანდრიმ ევროპელებს წერილი მისწერა, რომელიც ბრიტანულ გამოცემა გარდიანში გამოქვეყნდა.
“მეტრონომი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ ზუსტად ისე, როგორც უჰანია ჩვენზე რამდენიმე კვირით წინ . მე გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით როგორც ჩვენ. თქვენც ისეთივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ ცოტახნის წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო. პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ და არა იმიტომ რომ ჭამა ერთადერთია რისი გაკეთებაც შეგეძლებათ. ათეულობით ჯგუფს იპოვით სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ დრო როგორ გაატაროთ ნაყოფიერად. ყველაფერში გაერთიანდებით, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულებელყოფთ. თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ. ისევ შეჭამთ, ვეღარც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ რა ემართება დემოკრატიას. მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით: მესენჯერში, ინსტაგრამზე, WHAT APP-სა თუ ზუმში. ძველი წყენები და უთანხმოება უმნიშვნელო გახდება. იმ ადამიანებთანაც დარეკავთ, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ არასდროს დაელაპარაკებოდით. დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ. დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობით, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს. დაცარიელებულ ქუჩებში თავს დაუცველად იგრძნობთ, მით უფრო თუ ქალი ხართ. თქვენ თავს ჰკითხავთ ნუთუ ასე იშლება საზოგადოება, ნუთუ ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას. ბევრ რამეში დარწმუნდებით, ბევრი რამე გაგაკვირვებთ კიდეც. მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან. მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება თქვენთვის. აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით არიან: სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი. აჰ, ეს იტალიელები ალბათ, ასე ამბობდით, როდესაც ხედავდით როგორ ვმღეროდით აივნებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უჰანის მაცხოვრებლები გვიქნევდნენ თავს ჩვენ. ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ კარანტინის დასრულებისთანავე განქორწინების განაცხადს შეიტანს, ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ საზოგადოება საერთო ძალითაა გაერთიანებული და ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას და მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. კლასობრივი განსხვავება, მაინც თვალში საცემი იქნება. ლამაზ ბაღიან სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი.ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ ყველასთვის ერთნაირი არაა და არც არასდროს ყოფილა. რაღაც ეტაპზე მიხვდებით, რომ ეს რთული იქნება ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ. ჩვენ იტალიაში ვართ და ეს არის ის, რაც თქვენს მომავალზე ვიცით, მაგრამ ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა. თუ შორეული მომავლისკენ გავიხედავთ ის თქვენთვისაც და ჩემთვისაც უცნობია. ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.