ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

 

 

იტვირთბა....