ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.

შეგახსენებთ, გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....