“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით კომენატრებს და ამბობს, რომ “ივანიშვილის რეჟიმის გამო, ევროპაში უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია.
ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია – საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.
რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”– ამბობს ვაშაძე.
ცნობისთვის, მმართველი პარტიდან დღეს აქტიურად კეთდება კომენტარები ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, “თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად”.