ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით”- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწრაფი ტესტირების გამოყენებას არ აქვს აზრი, თუ მას გადასაკონტროლებელი მექანიზმი არ მოჰყვება.

როგორც გახარიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში სწრაფი ტესტები არ არის, ძალიან ცდება.

“არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოყვება კონტროლის მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენ შემთხვევში ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის იცით სად? პირველ რიგში იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომელიც წინა ხაზზე არიან.  სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა, თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სრწაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია., სპეციალისტები ვირუსზე ტესტის ჩატარებას “ოქროს სტანდარტით” ამჯობინებენ, ვინაიდან აცხადებენ რომ ის ვირუსის არსებობას ასპროცენტიანი სიზუსტით ადგენს.

ცნობისთვის, იმის გამო, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. 

ამასთან, საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც  დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

 

იტვირთბა....