პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ვერ იაზრებს იმ პროცესს და არსებულ გამოწვევას, რაც ქვეყანაში დგას.
როგორც პრემიერმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეების ნაწილი პრობლემის სიმძიმეს სათანადო დონემდე ვერ აღიქვამს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს, რომ ჩვენი ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. მაგრამ, ის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია. ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პრობლემის სიმძიმეს ვერ ათვითცნობიერებს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.