მთავარი ციტატა

“საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვერ აიძულებს თანამშრომელს, გაიყვანოს სამსახურში”

“საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვერ აიძულებს თანამშრომელს, გაიყვანოს სამსახურში, რადგან ეს კანონით რეგულირდება, მეცამეტე მუხლით, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, შესთავაზოს შეღავათები ან ალტერნატიული სამუშაო ამ ადამიანებს, ვინც ამ სიტუაციაში დაზარალდა. საინტერესოა ასევე საგანგებო მდგომარეობის ბიუჯეტის ნაწილიც”

თეონა აქუბარდია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში

TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

 

იტვირთბა....