ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 47 ადამიანია დაინფიცირებული. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია ერთი პაციენტი.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

“ჩვენი პროგნოზი, რომ 19 მარტისთვის იქნებოდა 41 დაინფიცირებული გამართლდა”, – შეგახსენებთ, ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ გუშინ გააკეთა.

 

იტვირთბა....