ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ დროისთვის, წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში 120 პირი იმყოფება

წყალტუბო

ამ დროისთვის, წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში  120 ადამიანია მოთავსებული. ერთი მათგანი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაცით,  კარანტინში მყოფი მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, მათ კლინიკაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება სხვა ტერიტორიებზე განთავსებულ საკარანტინო ზონებს, ბათუმში 300-ზე მეტი პირი იმყოფება. 100-ზე მეტი თვითიზოლაციაში რჩება. საირმის საკარანტინო სივრცეში კი ამ დროისთვის 88 ადამიანი იმყოფება, მათგან 32 პირი საფრანგეთიდან ჩამოსულია.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ორი ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დადგენილია მათი კონტაქტიც. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტია. მთლიანობაში კი ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

იტვირთბა....