ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საირმის კარანტინში 88 პირი იმყოფება, მათგან 32 გუშინ საფრანგეთიდან ჩამოვიდა

საირმე

საირმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 88 ადამიანი იმყოფება, მათგან 32 პირი საფრანგეთიდან ჩამოსულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 32 მგზავრი საირმეში გუშინ საფრანგეთიდან ჩამოფრენილი რეისიდან გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ვირუსის სიმპტომატიკა აღენიშნებოდა ერთ პირს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორი პაციენტი კი, საჩხერის კლინიკიდან საირმეში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე კარანტინში დარჩებიან. საკარანტინო ზონიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი პირი კი კლინიკაში გადაიყვანე“, – განაცხადა გიორგიძემ.

საირმეში ახალი საკარანტინო ზონა 16 მარტიდან მოეწყო.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  მთლიანობაში კი ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....