საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ორი პაციენტის კონტაქტი დადგენილია.
“ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი. სტაბილური სიტუაციაა მათთან, ტემპერატურის მატება აქვთ დაბალი ციფრებით და მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. ჩვენთან მოთავსებული ახალი ორი პაციენტის ისტორია შემდეგია – ეს არის ჩვენთან მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.