ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პირი გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული მათი ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

მოქალაქეები ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იყვნენ მოთავსებულები და აღნიშნული სიმპტომების გამო, აუცილებელი გახდაკლინიკაში მათი გადაყვანა.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ერთი ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, ბათუმში 300-ზე მეტი პირი იმყოფება. 100-ზე მეტი თვითიზოლაციაში რჩება.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ორი ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დადგენილია მათი კონტაქტიც. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტია. მთლიანობაში კი ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

იტვირთბა....