მოძრაობა “სირცხვილიამ” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მათი თქმიტ გამოიყენეს პარლამენტში სხდომის ჩასაშლელად.
“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.
ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.
სხდომაზე შეუძლო გახდა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ორგანიზაცია სირცხვიალიამ” აიღო, თუმცა მანამდე უმრავლესობის წარმომადგენლები ინცინდენტში ირმა ინაშვილსა და ლელა ქებურიას ადანაშაულებდნენ. “მეტრონომი” ქებურიას კომენტარს გთავაზობთ.
საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია…
Gepostet von ქვეყნის სამსახურში – For Freedom am Donnerstag, 12. Dezember 2019