მთავარი ციტატა

“არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე” – ნადირაშვილი

“მე გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომლებიც გაკეთდა ჩემი კოლეგების მხრიდან. მე მგონი, “ქოცებმა” საერთოდ გააფრინეს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე”

რმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველოს” დეპუტატი

ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას ნადირაშვილი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს და აღნიშნულ ინცედენტში მისი მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებას.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს.

ტექნიკური სხდომის გამოცხადების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა თქვა, რომ მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

“მეტრონომი” დაუკავშირდა “ევროპული საქართველოს” წევრს, ლელა ქებურიას, რომელიც ასევე უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

იტვირთბა....