ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევაკუაცია პარლამენტში – უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიციის წევრებმა დარბაზში გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასახეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.

“ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში – ოპოზიციის წარმომადგენლები და გარკვეული ნივთიერება შემოიატა აქ, დაასხა. ხვდებით, მიზანი რა არის. აქდანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადებამდე.

ვიცე სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტექნიკური შესვენების გამოცხადება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე იყო აუცილებელი.

“პირველ რიგში, ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, რომ დატოვონ დარბაზი, რამე რისკი არ შეიქმნას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, ხსნარის დასხმის შემდეგ, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

 

იტვირთბა....