“სხდომათა დარბაზში ცუდად არ გავმხდარვარ, ცუდად გავხდი მაშინ როცა გარეთ გამოვედი. არ დამინახავს ვინ დაასხა ხსნარი. მე ირმა ნადირაშვილი არ დამინახავს, მაგრამ ლელა ქებურია დავინახე და რამე თუ დაასხეს მართლა არ ვიცი. სუნამოს სუნზეც კი ალერგია მაქვს. ალერგიული ვარ. ცოტა ყელი მაწუხებს თორე მეტი არაფერი არ მჭორს. ჩემი ოჯახის წევრებიც ხომ უყურებენ და სირცხვილია. კარგად ვარ. უბრალოდ სუნებზე მაქვს ალერგია”
ენძელა მაჭავარიანი – უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.