aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭიათურაში მაღაროელების აქციას დღეს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ და სოლიდარობა გმაოუცხადეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ელოდებიან, რომ ზესტაფონიდანაც შეუერთდებიან აქციას.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი პეტრიაშვილმაგანაცხადა, რომ მდგომარეობის გასანეიტრალებლად, კომპანია სამუშაოებს დროებით აჩერებს.

დღეს მაღაროელებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ.

იტვირთბა....