აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი, ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თემის წამოწევით, ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობს – პირველი, რაც უნდა განვიხილოთ, არის მშვიდობა უკრაინის პირობებით – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თემის წამოწევით, რუსეთი ევროპელების ყურადღების გადატანას ცდილობს.

ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ მშვიდობის მიღწევამდე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ საუბარი მენტალური ხაფანგია.

„ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, უნდა ვთქვა, რომ პირველი, რაც უნდა განვიხილოთ, არის მშვიდობა უკრაინის პირობებით. პუტინი, როგორც წესი, სწორედ ასე იქცევა. ის გვაიძულებს, ერთმანეთში განვიხილოთ ჩვენი პრობლემები, მაგრამ არა ის საკითხები, რომლებსაც სინამდვილეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – კერძოდ, მშვიდობა“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ყურადღების გადატანის ამ ტაქტიკის ნაწილია დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებში.

ამავდროულად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დაუშვა საუბარი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, მაგრამ არა იქამდე, ვიდრე უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება.

იტვირთბა....