გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ნოდარ ხადური, ზვიად ჯანყარაშვილი და გიორგი ვაშაძე ერთად არიან დაფიქსირებულნი, ზვიად ჯანყარაშვილი საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსთან” გამოეხმაურა:
“მინდა კომენტარი გავაკეთო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელმაც უხერხული გაუგებრობა გამოიწვია და ბევრ ადამიანს მრავალი ინტერპრეტირების საშუალება მისცა. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ჩაქვში ჩემს შვილთან ერთად. ერთ საღამოს ბავშვების კარაოკე ცენტრში ვიყავი ჩემს შვილთან ერთად. გვერდით მაგიდაზე ოჯახთან ერთად მჯდომმა ნოდარ ხადურმა თავის მაგიდასთან მიიწვია განურჩევლად ყველა იქვე მჯდომი დამსვენებლები და მათ შორის მეც ჩემს უფროს ვაჟთან ერთდ, დამდეგი მარიამობა მოგვილოცა რის შემდეგაც ყველა თავის მაგიდას და ოჯახს დაუბრუნდა. როგორც ჩანს პოლიტიკური კონსპირაციების მოყვარულმა რომელიღაც თანამეინახემ დრო იხელთა, ფოტოები გადაიღო და გაავრცელა, რამაც მთელი ეს გაუგებრობა გამოიწვია”- განაცხადა ზვიად ჯანყარაშვილმა “ექსკლუზივ ნიუსთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სოციალურ ქსელში გივი თარგამაძემ, ზვიად ჯანყარაშვილის, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და გიორგი ვაშაძის ერთობლივი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე ჩანს, გიორგი ვაშაძის და ნოდარ ხადურის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. ერთ ფოტოზე ხადური და მისი მეუღლე ვაშაძესთან ხელგადახვეულები არიან აღბეჭდილი, ხოლო მეორე ფოტოზე სუფრასთან მსხდომი ვაშაძე და ზვიად ჯანყარაშვილი არის გადაღებული.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ,,მაია მიყვარხარ. უშენოდ აღარ შემიძლია… ვირიშვილებს უფალი აზღვევინებს“ – ვახტანგ რჩეულიშვილი
- ხაინდრავას ფილმის შემდეგ: „ვაღებინე სისხლი, დედაჩემი სცემეს იმიტომ, რომ დედაჩემი იყო“
- როგორი ამინდი იქნება სექტემბრიდან საქართველოში
- ექსპერტიზის პასუხი: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია
- საშინელი ავარია ქობულეთში: გარდაიცვალა 2 ადამიანი, 3 – დაშავდა
- ”რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება“