გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 29 – 30 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36° იქნება.
31 აგვისტოს – 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 1 სექტემბრიდან შედარებით აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32° იქნება. 1 სექტემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.