aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატიმრობაში მყოფ მეუღლის მაია რჩეულიშვილის შესახებ ვახტანგ რჩეულშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ისაუბრა:

 

“ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა, გადატანილი აქვს ინფარქტი, კუჭ-ნაწლავიც დაავადებული აქვს. ტანსაცმლს თვითონ რეცხავს, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გარედან რაღაცეები შევუგზავნოთ.

 

კვირაში ერთხელ ვხვდები, ძეხვისა და თხილის მიტანა გვთხოვა, მაგრამ ესეც არ შეგვატანინეს, მხოლოდ მათ მაღაზიაში მათივე ნაწარმი უნდა შეიძინოს.

 

60 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში რატომ ამყოფებენ, ჯერ სასამართლომ დაადგინოს მისი დანაშაული. რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება.

 

რადგან ცოცხალია, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მთელ მსოფლიოში სამშენებლო კომპანიებს უზარმაზარი დახმარება გაეწიათ, ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კუბოზე ზემოდან ახალი ლურსმანი დააჭედა. ყველა ამ პატარა გოგოს წინააღმდეგ გაერთიანდა, ჯერ წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს ძარცვა, ახლა ამათ ციხეში ჩასვეს.

 

დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ შვილიშვილი გვყავს-კატო, მამამისი გუკაც დაჭერილია, ამიტომ მარტო ვერ დავტოვებ…”- აღნიშნა ვახტანგმა ”ასავალ დასავალთან” საუბრისას.

იტვირთბა....