სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღეს ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც მათი ინფორმაციით აღნიშნულია, რომ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია:
”ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასტიკად დასჯას, თუმცა როგორც გავიგეთ ის გაქცეულია და მიმალულია. ვითხოვთ, რომ გოდერძი თევზაძე დაკავებულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და 40 დღის შემდეგ მიცვალებულს ამოვთხრით და პოლიციასთან დავასვენებთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.