“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს „ტვ პირველის“ ეთერიდან პასუხობს. მისი განცხადებით, არ ახსოვს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის აქტიურობა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს:
“არ ვაპირებ, ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას. 2012 წლამდე მე ის აქტიურობა ნამდვილად არ მახსოვს, არც ელისაშვილის და არც მისი თანამოაზრეების, რისი მომსწრეც ვართ 2012 წლის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტებიც შემიძლია მოგიყვანოთ. ზოგადად, ისიც შემიძლია გითხრათ, თუ როგორ კეთდებოდა ის პროექტები, რომლის ერთ-ერთი განსახიერებაცაა ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს, როგორ შეიქმნა “რუსთავი 2”-ის მიერ ელისაშვილისგან ხატი, თბილისზე გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო, როდესაც “რუსთავი 2”-ის ეთერში ბუზი ვერ შეფრინდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ნებართვის გარეშე. ასე კეთდებოდა ეს პროექტები, რომელიც 2012 წლის შემდეგაც გრძელდება”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანს ბოდიშის მოხდა ურჩია:
“მე მაქვს ორი მოთხოვნა. ერთი, მომიხადოს საჯარო ბოდიში ამ ყმაწვილმა მეც და ჩემს მეგობრებსაც. გადაავლოს თვალი არქივს, როგორ და რანაირად ვაქტიურობდით მეც და ჩემი მეგობრებიც.
მეორე, თვითინ დაჯდეს და მოყვეს, რას აკეთებდა 2012 წლამდე.ერთი საჯარო საპროტესტო აქცია მაინც გვითხრას, თუ მოუწყვია ამ ხნის განმავლობაში.
2012 წლის ოქტომბრის ბოლოს რომ გახდნენ ყველანი დევ-გმირები და ლომები, მოვიდეს და მოყვეს, რა გაუკეთებია”,- განაცხადა ელისაშვილმა.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ,,მაია მიყვარხარ. უშენოდ აღარ შემიძლია… ვირიშვილებს უფალი აზღვევინებს“ – ვახტანგ რჩეულიშვილი
- ხაინდრავას ფილმის შემდეგ: „ვაღებინე სისხლი, დედაჩემი სცემეს იმიტომ, რომ დედაჩემი იყო“
- როგორი ამინდი იქნება სექტემბრიდან საქართველოში
- ექსპერტიზის პასუხი: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია
- საშინელი ავარია ქობულეთში: გარდაიცვალა 2 ადამიანი, 3 – დაშავდა
- ”რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება“