ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
ცნობისთვის, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით.

