საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, ამის შესახებ დღეს განცახდება გაკეთდა განათლების სამინისტროში.
როგორც 2015 წელს სამინისტროში გადაწყდა, სწავლის დაწყების თარიღი ფიქსირებული იქნება და საჯარო სკოლებში სწავლა ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება. თუმცა წელს, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ სწავლა 12 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, რაც სამინისტროში მაშინვე უარჰყვეს. ამასთან, სწავლის დაწყების თარიღს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB. ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.
წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა – 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის – 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის – 2530 პორტაბელური კომპიუტერი;
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ,,მაია მიყვარხარ. უშენოდ აღარ შემიძლია… ვირიშვილებს უფალი აზღვევინებს“ – ვახტანგ რჩეულიშვილი
- ხაინდრავას ფილმის შემდეგ: „ვაღებინე სისხლი, დედაჩემი სცემეს იმიტომ, რომ დედაჩემი იყო“
- როგორი ამინდი იქნება სექტემბრიდან საქართველოში
- ექსპერტიზის პასუხი: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია
- საშინელი ავარია ქობულეთში: გარდაიცვალა 2 ადამიანი, 3 – დაშავდა
- ”რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება“