ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე, რომელმაც რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში, 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მე-5 ადგილი დაიკავა, განცხადებას ავრცელებს:
“ჩემო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის, მოხარული ვარ რომ ჩემი გამოსვლით ყველას სიხარული მოგანიჭეთ. აქვე მინდა მოგახსენოთ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მეგობრებო: ნავი ნიჩაბი და ხელფასი მაქვს, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისათვის”, – წერს ნადირაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, “ზაზა ნადირაძეს საკუთარი ნავიც არ ჰყავს… ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა”:
“ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს ადგილი, ჩვენთვის ოქროს ტოლფასია. ეს ბიჭი, სულ 23 წლისაა, არ ჰყავს მამა და იმისთვის, რომ არჩინოს ოჯახი, ხშირად მტვირთავადაც უწევს მუშაობა. ამ ბიჭს, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანი ეპატიჟებოდა და რომ არა დათო ქაცარავას თავდადებული ბრძოლა, დავკარგავდით მასაც. რამდენიმე წლის წლის, ნადირაძე ჩამოწერეს, რომ შენგან არაფერი დადგებაო. კანოეს ფედერაციის მწირი ფინანსები მის მომზადებას ხმარდებოდა. ოლიმპიური კომიტეტის სამოწყალო 500-ლარიანი სტიპენდია და ვინმეს მეტის იმედი ჰქონდა? მე თუ მკითხავთ, ჩვენ არც ამ მეხუთე ადგილს ვიმსახურებდით, არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დაიმსახურა ამ ბიჭმა, რომელმაც დაუღალავად იშრომა რამდენიმე წელი, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში ზაზა ნადირაძე ოლიმპიური ჩემპიონი იქნება!! სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი – მიხედეთ ასეთ თვითნაბად ტალანტებს!!! უპატრონეთ. დააფინანსეთ ფედერაცია, გააკეთთ ბაზა! შედეგი კარგია, მაგრამ რას აკეთებთ, წარმატებისთვის ხელშესაწყობად? არაფერს!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დღის რეიტინგული სტატიები:
- “კუს ტბის კაფემ საქველმოქმედო კონცერტიდან 5 000 ლარი მოგვპარა”
- “მე ვაფრთხილებდი ჩვენს მმართველ ძალას“: რუსული საბრძოლო მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით
- ბათუმის პორტთან გამორიყული ცხედარი იდენტიფიცირებულია
- რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ სტუდია ბურჭულაძის სტუმრობის დროს (ვიდეო)
- დღეს ფერისცვალებაა: როგორ უნდა აღნიშნოს დღესასწაული მართლმადიდებელმა მორწმუნემ
- რისთვის უნდა ციხიდან გამოსვლა მაგდა პაპიძეს: მან ციხეში წიგნის წერა დაიწყო