რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთს ფინეთის ნატო-დან გასვლის მოთხოვნა არ წაუყენებია.
„ამის შესახებ არ ვიცი. არა, ეს საკითხი არ წამოჭრილა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ განხილულა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, რუსეთის წარმომადგენლებმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების დროს ფინეთის ნატო-დან გასვლა და ბალტიის ქვეყნებიდან ალიანსის ბაზების გაყვანა მოითხოვეს.

