ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კუს ტბის კაფემ საქველმოქმედო კონცერტიდან 5 000 ლარი მოგვპარა”

 

გია მაისაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც მოქალაქეებს დახმარებისთვის მადლობას უხდის. მაისაშვილი მის დასახმარებლად ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებასაც ეხმაურება და წერს, რომ კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთმა კაფემ ფული მოპარა.

“ჩემო ძვირფასებო მინდა გაცნობოთ იმ დრამატული მოვლენების შესახებ რაც ჩემს ირგვლივ აქ ჰიუსტონში ხდება მოგვიანებით, ახლა კი მხოლოდ ერთი რამ მინდა შეგატყობინოთ ჯერ. ბევრი მტკიცების გარეშე ვიტყვი და უფალმა იცის არაფრის თხოვნა არ ვიცი და არავისთვის არაფერი არ მითხოვია. ეს ჩემი დახმარების იდეა იყო მთლიანად ლაშა შენგელიას იდეა, რომლის გამო დიდად მადლობელი ვარ, მაგრამ იყო უაღრესად დამთგრუნველი. გაოგნებული ვარ ძირითადად უკიდურესად შეჭირვებული და უცნობი ადამიანების სიყვარულითა და ხელგაშლილობით. ჩვენი საყვარელი მომღერლების გულით. ამიტომაა რომ ქვე ცნობიერად მეც ჩემსავით ეს უბრალო ხალხი მყვარებია ასე მოჭარბებით. ამ დახმარების კომპანიაში არც ერთი შეძლებული არ ჩართულა . ნანული ბურჯანაძე ხარაგაულელი ექიმი უკეთილშობილესი ქალბატონი რომელსაც არ ც შევხვედრივარ გადარიცხა 1000 ლარი რომელიც საკუთარ ოჯახს როგორ სჭირდება და ის კი თავისი მოყვასისთვის იღწვის. თემურ ქურხული 500 ლარი, პაატა დავაძე, რატი სამყურაშვილი 500 ევრო, ტექნო ბუმი, ტოიოტა ცენტრი, პაატა დავაძე, პაატა აროშიძე 1000 ლარი, ზურა ძიძიგური 2000 ლარი, დავით ინჯია 1000 ლარი, ვინმე არ გამომრჩეს, ლერი ტყებუჩავა ,მრავალი 5 ლარი,ს გადამრიცხავი,30 ლარის და ასე შემდეგ. სულ შეგროვდა 6 ათასი დაახლოებითბით ,რომელმაც მოგვცა აქ სწრაფად გადმოფრენის საშუალება ოჯახს ეს კი სასიციცხლო აღმოჩნდა. ერთი სული მაქვს კარგად რომ გავხდები პირადად შეგხვდეთ გადაგეხვიოთ და მადლობა გითხრათ. ბევრი ადამიანი შეიძლება გამომრჩა კოდეც. ეს არ არის სრული სია. ბოლოს კი გეტყვით, ასე გაჭირვებულებს კუს ტბის კაფე lake view bar & Lounge – მა საქველმოქმეხო კონცერტიდან 5000 ლარი მოგვპარა უტიფრად ამ გაჭირვებულ ხალს. იჯარის ამხელა თანხა გამოგვართვა. როგორ ცხოვრობენ ესეთი ხალხი ყოველდღე თავიანთი შვილების მაინც არ ცხვენიათ. ჩემფვის ფული კი არა, ხომ ხედავთ მხოლოდ მგზავრობის ფული შეგროვდა , მთავარი ჩემი უბრალო ხალხის ალალი სიყვარული იყო ფრთების შემსხმელი , დმერთმა თქვენი ოჯახი ააშენოს და გააძლიეროს, მადლობა გთხოვთ შეწყვიტეთ ფულის გადარიცხვა უზომო.მადლობა” – წერს მაისაშვილი.

იტვირთბა....